„ლელოს“ წარმომადგენელი - ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის დღევანდელი სავალალო სურათი არის ნათელი ლუსტრირება, თუ როგორ ეკიდება ხელისუფლება უმნიშვნელოვანეს ინვესტიციას

ლელო საქართველოსთვის“ ზუგდიდის ოფისის კატეგორიული მოთხოვნაა, შესაბამისმა სტრუქტურებმა შეისწავლონ და გამოიკვლიონ მიზნობრივი ხარჯვითი ნაწილის შესაბამისობა შესრულებულ სამუშაოებთან და პარალელურად ხარვეზების აღმოსაფხვრელად სამუშაოები დაიწყოს. ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ახვლედიანმა ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის დატბორვის ფაქტზე დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი განმარტებით, დრომ აჩვენა, რომ ის მოლოდინები, რაც ხელისუფლებას ჰქონდა ბოტანიკური ბაღის პროექტთან დაკავშირებით, არ გამართლდა.

„დღეს გვიწევს უკვე იმის შეფასება, რაც გაკეთებულია. სახეზეა უპასუხისმგებლო, ძალიან მძიმე და ცუდი დამოკიდებულების მაგალითი და სიმახინჯე, რომელიც დღეს ბოტანიკურ ბაღს ახლავს თან. ასევე, ძალიან მძიმეა საუბარი იმაზე, რომ პროექტი, რომელიც დაახლოებით 12 მილიონი ლარი ღირს და მისი სადრენაჟორო – სადერევაციო კომუნიკაციის შესაქმნელად თითქმის პროექტის ნახევარზე მეტი დაიხარჯა, დღეს იტბორება და ჭაობს დაემსგავსა“,-განაცხადა ალექსანდრე ახვლედიანმა.

ის აღნიშნავს, რომ ამ საქმეში კორუფციის ნიშნებს ხედავს და მოუწოდებს შესაბამის სამსახურებს, დაინტერესდნენ აღნიშნული თემით.

,,ისტორიამ დიდი ხანია განსაზღვრა ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის მნიშვნელობა. ბოტანიკური ბაღის მდგომარეობა წლების განმავლობაში იყო მძიმე. 2011 წელს დაიდო პირველი პროექტი ბაღის რეაბილიტაციის შესახებ. ხელისუფლების ცვლილებამ კორექტივები შეიტანა არსებულ პროექტშიც. პროექტს მნიშვნელოვანი წინააღმდეგობა საზოგადოებრივი და არასამთავრობო ჯგუფებისაგან არ შექმნია, რადგან მისი განხორციელების სურვილი დიდი იყო. სამწუხაროა, მაგრამ დღეს გვიწევს გაწეული სამუშაოების უარყოფითად შეფასება. მივიღეთ უპასუხისმგებლოდ, უხარისხოდ და დამახინჯებულად შესრულებული სამუშაოები”,-განაცხადა ალექსანდრე ახვლედიანმა.

როგორც მან ასევე აღნიშნა, სახეზეა სავარაუდო დანაშაულებრივ ქმედებათა ლოგიკური ჯაჭვი.

„ბაღის დღევანდელი სავალალო სურათი არის ნათელი ლუსტრირება, თუ როგორ ეკიდება ხელისუფლება უმნიშვნელოვანეს ინვესტიციას. სახეზეა სავარაუდო დანაშაულებრივ ქმედებათა ლოგიკური ჯაჭვი. უგულებელყოფილია პროექტის ისტორიული, ჰუმანიტარული და მეცნიერული სენსიტივი. ,,ლელო საქართველოსთვის’’ ზუგდიდის ოფისის კატეგორიული მოთხოვნაა, შესაბამისმა სტრუქტურებმა შეისწავლონ და გამოიკვლიონ მიზნობრივი ხარჯვითი ნაწილის შესაბამისობა შესრულებულ სამუშაოებთან. პარალელურად, დაიწყოს სამუშაოები ხარვეზების აღმოსაფხვრელად. ასევე, შეიქმნას მიუკერძოებელი და ობიექტური მონიტორინგის ჯგუფი. ჩვენ დავაკვირდებით ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის გარშემო შექმნილ სიტუაციას და მოსახლეობას მივაწვდით ინფორმაციას’’, - აცხადებს ალექსანდრე ახვლედიანი.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს