სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, 11 თებერვალს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო , 11 თებერვალს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს.

მათივე ცნობით, ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება შემდეგ რაიონებში:

ვაკის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის მცხოვრებლებს.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრო „ღრმაღელე“-ს მიმდებარე ტერიტორიის, გურამიშვილის გამზირის, ქსნის, არბოს, ქვიშხეთის, ვარდისუბნის, ხევისუბნის, ერწოს, ბარამიძის და ბუაჩიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

სამგორის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის და მოსკოვის გამზირის V კვარტლის მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის და კაპანელის ქუჩის მცხოვრებლებს.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის და მიცკევიჩის ქუჩის მცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 01:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭანტურიას, ბროსეს, ლადო ალექსი-მესხიშვილის, თაბუკაშვილის, ვირსალაძის, ვეკუას, ასათიანის და სანაპიროს ქუჩების მცხოვრებლებს.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლეონიძის და ტაბიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

ისნის რაიონში,ქსელში გადართვებთან დაკავშირებით 01:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის II, IIა და III მიკრორაიონების მცხოვრებლებს.

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის I მიკრორაიონის და პატარიძის ქუჩის მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა