გენადი არველაძე - ევროკავშირის 2019 წლის ანგარიშში საუბარია იმ პროგრესზე, რომელსაც საქართველომ მიაღწია DCFTA-ს ვალდებულებების ფარგლებში

მსურს გამოვეხმაურო ასოცირების შეთანხმების 2019 წლის ანგარიშს, რომელიც დღეს გამოქვეყნდა ევროკავშირის მიერ და სადაც აღნიშნულია პროგრესი, რომელსაც საქართველომ მიაღწია ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ფარგლებში აღებული ვალდებულებების დანერგვის მიხედვით, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ განაცხადა.

მისი თქმით, სფეროები, რომლებშიც 2019 წელს საქართველოს მთავრობამ განახორციელა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვადასხვა ვალდებულებები, არის აკრედიტაცია, მეტროლოგიის სფერო, ასევე ბაზარზე ზედამხედველობა, რომელიც ახალ ინსტიტუტად ჩამოყალიბდა.

„ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველო, ბაზრის ზედამხედველობის ნაწილში პროგრესირებს და ნერგავს იმ რეგლამენტებს, რომლებიც აუცილებელია უსაფრთხო პროდუქტების განთავსების მიმართულებით და შესაბამისი კონტროლის სისტემის დანერგვის კუთხით ბაზარზე“ ,- აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, გენადი არველაძემ ასევე ხაზი გაუსვა კონკურენციის სააგენტოს მიერ განხორციელებულ პროგრესს იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომლებიც განხორციელდა და პარლამენტში უნდა იქნეს განხილული, ასევე საჯარო შესყიდვების მიმართულებით არსებულ პროგრესს და საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებიც მომზადებულია და 2022 წლის ჩათვლით ევროკავშირთან საკანონმდებლო დაახლოებას და შესაბამისი სისტემების დანერგვას გულისხმობს.

„ანგარიშში ასევე აღნიშნულია დავების გადაწყვეტის საბჭოს ფორმირება, რომელიც უახლოეს თვეებში დაფუძნდება და ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯები, რომლებიც შეფასებულია დადებითად. საუბარია ასევე როგორც შესყიდვების, ასევე სანიტარული და ფიტოსანიტარული მიმართულებით ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე“, - განაცხადა არველაძემ.

უწყების ინფორმაციით, 2020 წლის 7 თებერვალს ევროკავშირმა გამოაქვეყნა ყოველწლიური ანგარიში საქართველოს მიერ 2019 წლის განმავლობაში ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ, რომელიც ასახავს მთავრობის მიერ განხორციელებულ რეფორმებს სხვადასხვა სფეროებში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა