სოჭში, ვლადიმერ პუტინმა და ალექსანდრე ლუკაშენკომ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებთან ურთიერთობების საკითხი განიხილეს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ბელარუს კოლეგას, ალექსანდრე ლუკაშენკოს სოჭში შეხვდა. პრეზიდენტების შეხვედრა ერთ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.

მოგვიანებით, მედიასთან საუბრისას მათ აღნიშნეს, რომ არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს. მათი საუბრის ერთ-ერთი თემა რუსეთისა და ბელარუსის ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებთან ურთიერთობა იყო. ლიდერებმა ასევე განიხილეს ბელარუსის ნავთობის მომარაგების საკითხები.

შეგახსენებთ, ბოლო რამდენიმე თვეა რუსეთთან ურთიერთობის დაძაბვის ფონზე ბელარუსი ნავთობის ალტერნატიულ გზებს ეძებს. ბელარუსის ხელისუფლება ამ საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს ნორვეგიასა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან აწარმოებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა