ძლიერმა ქარმა ბოლნისის მუნიციპალიტეტში 4 სოფელი დააზარალა

6-7 თებერვალს, ძლიერი ქარის შედეგად ბოლნისის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელს, ქალაქ ბოლნისსა და დაბა კაზრეთს ზიანი მიადგა. სტიქიის შედეგად დაზარალებული დასახლებები ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა, ბოლნისის მაჟორიტარ დეპუტატთან გოგი მეშველიანთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა.

დაბა კაზრეთში ძლიერმა ქარმა N2 საჯარო სკოლის სახურავის ერთი ნაწილი გადახადა. დაბაში ასევე დაზიანდა საცხოვრებელი სახლის სახურავიც. სტიქიამ სოფელ ბალიჭიც დააზარალა. კერძოდ, საცხოვრებელი სახლის სახურავები 15 ოჯახს დაუზიანა, ქარმა სახურავი მოხადა ასევე სოფელში არსებულ რიტუალების სახლსაც. სოფელ დარბაზში სტიქიამ ორი მოსახლის საცხოვრებელ სახლს გადახურვა მთლიანად მოხადა. 11 მოქალაქის საცხოვრებელ სახლს კი ნაწილობრივი ზიანი მიადგა. ქვემო ბოლნისში ამბულატორიისა და 9 მოქალაქის სახლების სახურავები ნაწილობრივ დაზიანდა. ერთ მოქალაქის სახლს კი სტიქიამ სახურავი მთლიანად გადახადა. სოფელ ბოლნისში შვიდი სახლის სახურავი ნაწილობრივ დაზიანდა.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სპეციალური კომისია მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალის ოდენობას დაადგენს, რის შემდეგაც მოქალაქეებს სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი აუნაზღაურდებათ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო