მედიის ინფორმაციით, ჩინეთში კორონავირუსის სამკურნალოდ, აივ ინფექციის საწინააღმდეგო პრეპარატზე მოთხოვნა გაიზარდა

მედიის ცნობით, აივ ინფექციის საწინააღმდეგო პრეპარატებით მკურნალობა ჩინეთშიც დაიწყეს, თუმცა ინფორმაციამ, რომ პრეპარატი სახელწოდებით „კალეტრა“ მკურნალობისთვის გამოიყენება, არსებულ მედიკამენტზე დიდი მოთხოვნა გამოიწვია. წამალი ძალიან მოთხოვნადი გახდა შავ ბაზარზე, სადაც მისმა ფასმა მნიშვნელოვნად აიწია.

ამასთან, კორონავირუსის ახალი შემთხვევები ფიქსირდება ჩინეთის გარეთ. მათ შორის, გაერთიანებული არაბეთის საამიროებში, იაპონიაში, სამხრეთ კორეაში, ტაივანში და მალაიზიაში. კარანტინში რჩება კვლავ ორი გემი. იაპონიაში მდგარ გემზე კორონავირუსი კიდევ 3 ადამიანს გამოუვლინდა.

ცნობისთვის, კორონავირუსი 2019-nCoV თავდაპირველად ჩინეთის ქალაქ უხანში გამოვლინდა, როდესაც ზღვის პროდუქტების ბაზრის რამდენიმე თანამშრომელსა და მომხარებელს ერთობლივად აღმოაჩნდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა