საქართველოს რეგიონებში თვითმმართველობის წარმომადგენლებთან შეხვედრები იმართება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, საქართველოს ყველა რეგიონში თვითმმართველობის წარმომადგენლებთან შეხვედრები იმართება. ამის შესახებ „ინსტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ცნობით, თვითმმართველობის წარმომადგენლებთან რიგით მესამე, რეგიონული შეხვედრა ქუთაისში გაიმართა.

მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორმა, ილია თამარაშვილმა და იმერეთის რეგიონის რწმუნებულის მოადგილემ იოსებ ხახალეიშვილმა მიმართეს.

„სახელმწიფო არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს, რომლის შედეგადაც აგრარულ სექტორში გაზრდილია წარმოება და რეალიზაცია. ათასობით ფერმერმა მიიღო სახელმწიფო პროექტებით სხვადასხვა ტიპის მხარდაჭერა. სახელმწიფო პროექტებზე წვდომის გაზრდისთვის აუცილებელია მაქსიმალური ინფორმაცია მივაწოდოთ ჩვენს მეწარმეებსა და ფერმერებს. ამ მხრივ მნიშვნელოვანია თვითმმართველობების წარმომადგენლების ჩართულობა“, - განაცხადა ილია თამარაშვილმა.

სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებმა მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ პრეზენტაციები წარმოადგინეს.

გაიმართა დისკუსია, სადაც იმსჯელეს იმ გამოწვევების შესახებ რაც რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის სახელმწიფო პროგრამებში ჩართულობასთან დაკავშირებით არსებობს.

შეხვედრებს ორგანიზებას სამინისტროს უწყება-სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო უწევს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა