მოძრაობა "შეცვალეს" წევრებმა ანაკლიაშია აქცია გამართეს

მოძრაობა "შეცვალეს" წევრებმა ანაკლიაშია აქცია გამართეს

მოძრაობა "შეცვალეს" წევრებმა ანაკლიაშია აქცია გამართეს და ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის შეჩერება გააპროტესტეს. მათი თქმით, პოროექტის გაჩერებით რუსეთი იყო დაინტერესებული და ბიძინა ივანიშვილმა ვლადიმერ პუტინის დაკვეთა შეასრულა.

აქციის ერთ-ერთი მონაწილე დარიკო არქანია აცხადებს, მთავრობისთვის ანაკლია პრიორიტეტული არ არის.

"დღეს ამ აქცია- პერფორმანსით გვინდოდა გვეთქვა,რომ პორტის სამშენებლო სამუშაოები არის შეჩერებული, სამშენებლო ტექნიკა გაყვანილია ანაკლიიდან, ხალხი ისევ დაუსაქმებელია, მოსახლეობა ისევ ღარიბია და სახელმწიფო ნაკლებად არის დაინტერესებული ანაკლიით. გარდა ამისა რუსეთს არ აწყობდა პორტის აშენება. პუტინის დაკვეთა პირადად ბიძინა ივანიშვილმა შეასრულა და ეს პროექტი ჩააგდო. ამ პროექტს ეკონომიკურად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ამიტომაც ჩააგდო "ქართულმა ოცნებამ" ", - განაცხდა დარიკო არქანიამ.