ხობში მომხდარი ინციდენტის დროს დაშავებული ქალი კლინიკაში გარდაიცვალა

ხობში მომხდარი ინციდენტის დროს დაშავებული ქალი კლინიკაში გარდაიცვალა. დაშავებული ქალი მკურნალობას ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადიოდა. ექიმის ინფორმაციით, ის თავის არეში მიყენებული დაზიანებებით რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული. ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

შეგახსენებთ, რომ ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში ახალგაზრდა მამაკაცი მუცლის არეში ცივი იარაღით დაჭრეს, რის შემდეგაც დამნაშავე სხვა სახლში შევიდა და ოჯახში მყოფ ქალს თავს დაესხა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა