„სოციალ-დემოკრატების" ორგანიზებით, სასკოლო და სკოლამდელი განათლების საკითხებზე პარლამენტში თემატური კონფერენცია გაიმართა

პარტია "სოციალ-დემოკრატების" ორგანიზებით, სასკოლო და სკოლამდელი განათლების საკითხებზე პარლამენტში თემატური კონფერენცია გაიმართა, სადაც სკოლამდელი და ზოგადი განათლების შესახებ პარტიის ზოგადი კონცეფცია განიხილეს.

შეხვედრაზე ზოგადი განათლების სფეროში არსებულ პრობლემებზე, ხედვასა და განვითარების კონცეფციაზე იმსჯელეს. "სოციალ–დემოკრატების" თვალსაზრისით, განათლება სახელმწიფოს განვითარებისათვის ცენტრალურ და კრიტიკულ სფეროს წარმოადგენს.

პარტიის წევრების შეფასებით, სკოლამდელი და სასკოლო განათლება უმნიშვნელოვანესი მიმართულებებია, რომელთა მხარდაჭერაც მომავალ თაობაში ინვესტირებას ნიშნავს. კონფერენციის მონაწილეებმა პედაგოგებისგან და მასწავლებელთა პროფესიული კავშირის წარმომადგენლების მხრიდან საგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მოისმინეს და პრობლემების გადაჭრის გზებზე ისაუბრეს.

პარტია "სოციალ-დემოკრატების" ლიდერის გია ჟორჟოლიანის განცხადებით, განათლების რეფორმა კომპლექსური საკითხია, რომელიც ვერ გატარდება სხვა სფეროების, მათ შორის ეკონომიკის რეფორმის გარეშე.

"პარტია "სოციალ-დემოკრატები" პოლიტიკის სხვადასხვა აქტუალური მიმართულების მიხედვით კონფერენციებს ვატარებთ, სადაც ამ სფეროში დასაქმებულ პირებთან, ამ სფეროს სპეციალისტებთან ერთად ვმსჯელობთ ამ მიმართულებით არსებულ პრობლემებსა და გადაჭრის გზებზე. დღევანდელი კონფერენცია შეეხება სასკოლო და სკოლამდელი განათლების საკითხებს. გვსურს, ჩვენი ხედვა წარვუდგინოთ ამ სფეროს წარმომადგენლებს. მსჯელობის შედეგად, გვინდა ჩამოვაყალიბოთ პლატფორმა, რომელიც სჭირდება ჩვენს ქვეყანას. იმ შემთხვევაში, თუ არჩევნების შემდეგ პოლიტიკაზე ზეგავლენა გვექნება და ეჭვიც არ მეპარება, რომ ასეც იქნება, ჩვენ ზოგადი განათლების მიმართულებით ამ პოლიტიკის რეალიზებას მოვახდენთ. მოკლედ რომ გითხრათ, ეს გულისხმობს სკოლის როლის გაზრდას. სკოლა არ არის მხოლოდ უმაღლესში მოსამზადებელი კურსები, ადამიანმა სრულყოფილი განათლება უნდა მიიღოს. ამავე დროს, სკოლა უნდა იყოს ის ადგილი, რომელიც ადამიანს განათლების შემდგომი საფეხურებისთვის ამზადებს. ამიტომ ჩვენ სრულიად მიუღებლად მიგვაჩნია, რომ სასკოლო გამოცდები გაუქმდა, რამაც სერიოზულად დაარტყა სკოლას,"- განაცხადა ჟორჟოლიანმა.

პარტიის პოლიტსაბჭოს წევრის ეკა ლეკაშვილის განცხადებით, კონფერენციას ესწრებოდნენ პედაგოგები, დარგის სპეციალისტები, პროფესიული გარეთიანებები და მოქალაქეები. "დღევანდელი კონფერენციის თემა ეხება განათლების სფეროში, კერძოდ კი სასკოლო და სკოლამდელი განათლების მომართულებით არსებულ მდგომარეობას. დღევანდელ შეხვედრაზე განვიხილავთ ამ სფეროში არსებულ პრობლემებს, მივაწოდებთ ჩვენს თვალსაზრისს, ამასთან მოვისმენთ საზოგადოების ინფორმაციას იმის თაობაზე, მათ რა პრობლემები აწუხებთ. კონფერენციას ესწრება ინტერესთა ჯგუფები, პედაგოგები, პროფესიული გაერთიანებები და მოქალაქეები, რომელთა შვილები სკოლებში, ბაღებში დადიან და აქვთ კონკრეტული პრობლემები," - განაცხადა ეკა ლეკაშვილმა.

კონფერენციის ძირითადი მომხსენებლები იყვნენ პარტიის თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანი, საქართველოს მეცნიერთა და პედაგოგთა პროფკავშირის პრეზიდენტის მოადგილე ნათია კორძაძე, პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი, სასკოლო განათლების კოორდინატორი ზურაბ ვახანია, განათლების ექსპერტი, წამყვანი მასწავლებელი გია სიხარულიძე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა