მდინარე ჩხერიმელას  ადიდების გამო, ხარაგაულის აგრარული ბაზრის მიმდებარედ დამცავი კედელი ჩამოიშალა

უხვი ნალექის გამო, მდინარე ჩხერიმელა ადიდდა, რამაც ხარაგაულის აგრარული ბაზრის მიმდებარედ მდინარისაგან დამცავი კედელი ჩამოშალა. მდინარემ ელექტროენერგიის გადამცემ საყრდენს ბოძებს ძირი გამოუთხარა. მომხდარის გამო ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდათ დაბა ხარაგაულში რიყისა და რკინიგზის უბნების, სოფელ ჩხერის, ჯაფაროულის და ბაზალეთის რკინიგზის მიმდებარედ მცხოვრებ მოსახლეობას.

ხარაგაულში ამ დროისათვის “ენერგო-პრო ჯორჯია“ ელექტროენერგიის აღდგენის მიზნით სამუშაოებს აწარმოებს. ელექტროენერიის მიწოდება დღის ბოლოსთვის აღდგება.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი