გუბაზ სანიკიძე - ჩემი მოსაზრებები დაახლოებულია აზრთან, რაც სააკაშვილმა  გააჟღერა - დიდი ზეპარტიული მოძრაობა - პოლიტიკური ბანაკი უნდა გაკეთდეს

ყოფილი დეპუტატი გუბაზ სანიკიძე არ გამორიცხავს იმ შტაბში გაერთიანებას, რომლის შექმნასაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის“ ბაზაზე აპირებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თავად გუბაზ სანიკიძემ განუცხადა. მისი განმარტებით, ეს შტაბი იქნება დიდი პოლიტიკური ბანაკი, რომლის მიზანი არჩევნების გზით ხელისუფლების ცვლილება იქნება.

„მე რამდენადაც გავიგე ეს არის პოლიტიკური ბანაკის შექმნის სურვილი, სადაც გარდა პოლიტიკური პარტიებისა, იქნება საზოგადოებრივი ორგანიზაციები, ცალკეული პიროვნებები, ანუ დიდი პოლიტიკური ბანაკის შექმნასთან დაკავშირებით საუბრობს, ალბათ. ამ ბანაკის მიზანი უნდა იყოს არჩევნებით ხელისუფლების ცვლილება. ჩემი დამოკიდებულება და ჩემი მოსაზრებები, სხვათა შორის, ძალიან დაახლოებულია ამ აზრთან, რაც მიხეილ სააკაშვილმა გააჟღერა, ჩვენ ამ თემაზე გვქონდა საუბარი, როდესაც მე მას კიევში შევხვდი, რაღაც მაგგვარზე გვქონდა საუბარი, რომ უნდა გაკეთდეს დიდი ზეპარტიული მოძრაობა - პოლიტიკური ბანაკი“, - განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

როგორც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, პირველი მარტიდან პირად შტაბს ხსნის. „პირველი მარტიდან, "სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის" ბაზაზე, მე ვხსნი ჩემს შტაბს, პირად შტაბს, რომელიც "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად და სხვა ოპოზიციურ ძალებთან ერთად, ახალ ხალხთან ერთად, რომელიც მოდის პარტიების გარეშე, შევქმნათ კიდევ მეტი საფუძველი და დავაჩქაროთ ივანიშვილის რეჟიმის დასასრული და საქართველოს გადარჩენა“, - აცხადებს სააკაშვილი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა