ახალქალაქი-კარწახის გზაზე მოძრაობა თავისუფალია. ამის შესახებ „ინსტერპრესნიუსს“ საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. ამ დროისთვის, აღნიშნულ გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.