გენადი არველაძემ მედიის წარმომადგენლებს ექსპორტის ხელშეწყობის ინსტრუმენტები გააცნო

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ მედიას ექსპორტის ხელშეწყობის ინსტრუმენტები გააცნო.

ევროკავშირის პროექტის „ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების განხორციელების მხარდაჭერა - II ფაზა“ ორგანიზებით და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერით გამართულ საინფორმაციო შეხვედრაზე გამოსვლისას, გენადი არველაძემ მედიის წარმომადგენლებს ექსპორტის ხელშეწყობის ინსტრუმენტები გააცნო, რომელთაც სამინისტრო, მის სისტემაში შემავალი უწყებები და სხვა სახელმწიფო ინსტიტუტები წარმატებით იყენებენ ადგილობრივი მწარმოებლების - პოტენციური და მოქმედი ექსპორტიორების მხარდასაჭერად.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, საინფორმაციო შეხვედრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერითა და ევროკავშირის პროექტის „ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების განხორციელების მხარდაჭერა - II ფაზა“ ორგანიზებით საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) იმპლემენტაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე მიმდინარეობს.

მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა DCFTA - ის ცნობიერების ამაღლების ისეთ ინსტრუმენტებზე, როგორიცაა DCFTA - საკონსულტაციო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში შედიან საქართველოს მსხვილი ბიზნეს ასოციაციების, პროფესიული კავშირების და დამსაქმებლების წარმომადგენლები და სავაჭრო პალატები, ასევე ვებგვერდი - www.dcfta,gov.ge და სხვ.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ წარმატებით ახორციელებს ექსპორტის მხარდაჭერის სხვადასხვა მექანიზმებს, როგორიცაა პოტენციური ექსპორტიორების საერთაშორისო გამოფენებსა და მისიებში მონაწილეობის ხელშეწყობა, სავაჭრო პლატფორმებზე რეგისტრაცია, როგორიცაა www.tradewithgeorgia.com, რომლის განახლებაც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროექტის „USAID REAP“ მხარდაჭერით განხორციელდა.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, აღნიშნული სავაჭრო პორტალი არის ონლაინ პლატფორმა, რომლის მეშვეობითაც ქართველი მეწარმეები და სერვისის მიმწოდებელი კომპანიები დარეგისტრირდებიან და შესაძლებლობა მიეცემათ თავიანთი პროდუქცია და სერვისები გააცნონ უცხოურ პოტენციურ პარტნიორებს.

„პორტალის მეშვეობით ექსპორტიორი და ექსპორტზე ორიენტირებული კომპანიები ისარგებლებენ ერთი ფანჯრის პრინციპით, რაც გულისხმობს ერთ სივრცეში კომპანიის პროფილის შექმნას, საექსპორტო პოტენციალის განსაზღვრას, საერთაშორისო ღონისძიებაზე რეგისტრაციას, ონლაინ ხელშეკრულების გაფორმებას და სხვა რელევანტური აქტივობის განხორციელებას,“ - განაცხადა გენადი არველაძემ.

რაც შეეხება გამოფენა - გაყიდვებში მონაწილეობას, სააგენტოს მხარდაჭერით 2019 წელს მხოლოდ ევროკავშირის მასშტაბით, 102 ქართულმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა ევროპის 11 წამყვან გამოფენა - გაყიდვაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა