უკრაინელი ჟურნალისტები და ბლოგერები ინფოტურის ფარგლებში იმერეთს ეწვევიან

უკრაინაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში ზვიად შალამბერიძე და უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თეიმურაზ შარაშენიძე ტურისტული სფეროთი დაინტერესებულ ჟურნალისტებს და ბლოგერებს შეხვდნენ. შეხვედრა უკრაინაში საქართველოს საელჩოში გაიმართა.

უკრაინელი ჟურნალისტები და ბლოგერები დაინტერესდნენ, კონკრეტულად რისი ნახვა შეუძლიათ ტურისტებს იმერეთში. სახელმწიფო რწმუნებულმა მათ იმერეთის ტურისტული პოტენციალის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა.

როგორც ზვიად შალამბერიძემ აღნიშნა, იმერეთი გამორჩეულია მდიდარი ისტორიით, კულტურული მემკვიდრეობით, ბუნებით, გასტრონომიით, ღვინით და სტუმართმოყვარეობით. ამასთან, სახელმწიფო რწმუნებულმა ისაუბრა წყალტუბოს რეაბილიტაციის პროექტზე, რომელიც უახლოეს პერიოდში დაიწყება და მას იმერეთის ტურისტული პოტენციალის განვითარებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.

გარდა ამისა, ზვიად შალამბერიძემ იმერეთში არსებული ტურისტული ინფრასტრუქტურის შესახებ პრეზენტაცია გამართა, ასევე უჩვენა მათ ქუთაისის შესახებ შექმნილი საიმიჯო რგოლი.

ჟურნალისტებმა და ბლოგერებმა იმერეთში სტუმრობის და ტურისტული პოტენციალის ადგილზე გაცნობის სურვილი გამოთქვეს. შეხვედრაზე შეთანხდნენ, რომ უკრაინელი ჟურნალისტები და ბლოგერების ინფოტურის ფარგლებში იმერეთს ეწვევიან.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა