უამინდობის გამო, დაბა ჟინვალთან გაჩერებულ მგზავრებს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა საკვები და წყალი მიუტანა

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე შექმნილი ზვავსაშიშროების გამო გადაადგილება მესამე დღეა ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებისთვის აკრძალულია.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, დღეს, დაბა ჟინვალთან გაჩერებული მგზავრები დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა ზურაბ სეხნიაშვილმა მოინახულა და მათ ცხელი საკვები და წყალი მიუტანა. ავტომანქანების მძღოლებს შექმნილი მდგომარეობის შესახებ ესაუბრა და მიაწოდა ინფორმაცია სახელმწიფოს მხრიდან გატარებული და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.

„ვითარების რეგულირების პროცესში ჩართულები არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი უწყებები, მცხეთა-თიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია და ადგილობრივი თვითმმართველობა, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ აღნიშნული პრობლემა დროულად მოგვარდეს",-ნათქვამია განცხადებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო