თსუ-ში წიგნის „ვახტანგ ღამბაშიძის ალბომის“ პრეზენტაცია გაიმართება

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში წიგნის „ვახტანგ ღამბაშიძის ალბომის“ პრეზენტაცია გაიმართება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თსუ-დან აცნობეს, პრეზენტაცია 10 თებერვალს, 15:00 საათზე გაიხსნება. მოეწყობა გამოფენაც „ვახტანგ ღამბაშიძის ალბომის პერსონაჟები“.

მათივე ინფორმაციით, ქართული ემიგრაციის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენლის ვახტანგ ღამბაშიძის ოჯახი მჭიდროდ იყო დაკავშირებული პირველ ქართულ უნივერსიტეტთან.

„მისი ქალიშვილი მედეა ღამბაშიძე იყო 1918 წელს დაარსებული უნივერსიტეტის პირველი სტუდენტი. თავად ვახტანგ ღამბაშიძე საკუთარი განცხადების საფუძველზე უსასყიდლოდ კითხულობდა ლექციებს უნივერსიტეტში ჰიგიენის ფაკულტეტზე, საქვეყნოდ ცნობილმა ექიმმა კურორტი ცემი დააარსა. მისი მეუღლე ვანდა ღამბაშიძე უნივერსიტეტში კითხულობდა ლექციებს ინგლისურ ენაში.

წიგნში გამოქვეყნებულია ცნობილ ქართველ და უცხოელ მოღვაწეთა მიერ სანატორიუმ „პატარა ცემის“ შთაბეჭდილებათა წიგნში გაკეთებული უნიკალური ჩანაწერების (1904-1946 წწ.) ფოტოასლები, რომელსაც თან ერთვის მათი ბეჭდური ვარიანტი, კომენტარები და საძიებლები. წიგნში მოცემულია, აგრეთვე, რამდენიმე ჩანახატი, მათ შორის ზიგმუნტ ვალიშევსკის „ცემის პეიზაჟი“ და პოიარკოვის „ვახტანგ ღამბაშიძის პორტრეტი.“

წიგნი გამოიცა თსუ-ს წარდგინებით განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით“,-ნათქვამია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა