თორნიკე რიჟვაძე მაღალმთიან აჭარაში დიდთოვლობასთან დაკავშირებით არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე მაღალმთიან აჭარაში საგანგებო სიტუაციების მართვის შტაბის წევრებს შეხვდა და დიდთოვლობასთან დაკავშირებით არსებულ სიტუაციას ადგილზე გაეცნო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აჭარის მთავრობიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძემ მაღალმთიანი აჭარის მუნიციპალიტეტების მერებთან ერთად სოფლების, დაბების და ადმინისტრაციული ცენტრების დამაკავშირებელი გზები მოინახულა და გზების წმენდის პროცესს დაესწრო.

„აჭარის ხუთ მუნიციპალიტეტში საავტომობილო გზების დეპარტამენტის 61 ერთეული მძიმე ტექნიკა დილიდან წმენდს საავტომობილო გზებს თოვლის საფარისგან. კურორტ გოდერძის მიმართულებით გადაადგილება მაღალი გამავლობის ტრანსპორტისთვის არის შესაძლებელი. ამ დროისთვის ცენტრალურ და ადმინისტრაციულ ცენტრებთან მისასვლელ საავტომობილო გზებზე მნიშვნელოვანი შეფერხებები არ ფიქსირდება.

აღსანიშნავია, რომ მოსალოდნელი დიდთოვლობის და ყინვების გამო, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში, შეიქნა საგანგებო შტაბი, რომელიც 24 საათიან რეჟიმში იმუშავებს.

სანერგე და სასათბურე მეურნეობებში მობილიზებულია ჯგუფები. ინტენსიური თოვლისა და ყინვების შემთხვევაში ფერმერებს გაეწევათ რეკომენდაციები პრევენციული ღონისძიებების შესახებ“,-ნათქვამია აჭარის მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა