უკრაინაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული, ოდესაში საქართველოს კონსულთან ერთად იქ მცხოვრებ ქართველებს შეხვდა

უკრაინაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე ოდესაში საქართველოს კონსულთან თორნიკე ბერეკაშვილთან ერთად, ოდესაში, ქართული კულტურის ცენტრში, იქ მცხოვრებ ქართველებს შეხვდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციიდან აცნობეს, ზვიად შალამბერიძემ იმერეთში მიმდინარე პროექტებთან დაკავშირებით ვრცლად ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა წყალტუბოს რეაბილიტაციის მნიშვნელობა, რომლის დასრულების შემდეგ 15 ათასიდან 20 ათასამდე ადამიანი დასაქმდება და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მშენებლობა, სადაც ევროპული დონის განათლების მიღება იქნება შესაძლებელი.

სახელმწიფო რწმუნებულმა ქართული დიასპორის წარმომადგენლებს იმერეთში დაბრუნებისკენ მოუწოდა, რადგან მისი თქმით, რეგიონისთვის ნამდვილად ახალი ერა დაიწყო, რომელიც გამორჩეულია ინფრასტრუქტურული პროექტებით, ცხოვრების სტილით, რაც ტურისტების რაოდენობის ზრდამ და ეკონომიკის წინსვლამ განაპირობა. ზვიად შალამბერიძის ვარაუდით, ეკონომიკური წარმატება, რომელიც დღეს რეგიონშია, ხელს შეუწყობს მეტი ადამიანის დასაქმებას და აღმავლობას ქვეყნის მასშტაბით.

შეხვედრას ესწრებოდა არასამთავრობო ორგანიზაცია - "ბავშვებს სურთ მშვიდობა" წარმომადგენელი ლილია გრიჩულევიჩი, რომელმაც იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულს მიმართა თხოვნით, რომ მოეწყოს საბავშვო ბანაკები, სადაც სხვადასხვა ეროვნების მოზარდები შეიკრიბებიან, ისაუბრებენ მშვიდობაზე, მეგობრულ ურთიერთობებზე, დაიგეგმება პატრიოტული, შემეცნებით, გასართობი ღონისძიებები. მისი თქმით, მსგავსი ბანაკები ხელს შეუწყობს ქართველი და უკრაინელი ბავშვების დამეგობრებას და მოზარდებში პატრიოტიზმის განვითარებას.

ასევე, შეხვედრას ესწრებოდა სამშენებლო კოლეჯ "კონსტრუქტ2"-ის დირექტორი თამარ ზაქარაშვილი. მან ისაუბრა საქართველოს მოქალაქეებისთვის პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობასა და პერსპექტივებზე, აღნიშნულ სფეროში მიმდინარე რეფორმებზე. თამარ ზაქარაშვილმა ქართველ ემიგრანტებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში მომზადება-გადამზადების პროფესიული პროგრამების შესაძლებლობის და მყისიერი დასაქმების პერსპექტივის შესახებ. შ

ეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. სახელმწიფო რწმუნებულს დიასპორის წარმომადგენლებმა კითხვა დაუსვეს მათ შორის ქუთაისში ელექტრომობილების ქარხნის მშენებლობის შესახებ, რის შესახებაც ზვიად შალამბერიძე მათ დეტალურად ესაუბრა.

ამასთან, ზვიად შალამბერიძემ შეკრებილებს მიმართა, რომ ქუთაისში 2 მაისს დაგეგმილ "გვირილობას" დაესწრონ, რომელიც წელს მასშტაბურად, სხვადასხვა ღონისძიებებით აღინიშნება და მას რამდენიმე ქვეყნის დელეგაცია დაესწრება. შეხვედრის ბოლოს ოდესაში საქართველოს კონსული თორნიკე ბერეკაშვილი გამოვიდა ინიციატივით, რომ მსგავსი ტიპის შეხვედრები ხშირად გაიმართოს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო