ავთანდილ წერეთლის ადვოკატი სასამართლო სხდომის გადადებას მოითხოვს

ავთანდილ წერეთლის ადვოკატის, კახა წერეთლის განცხადებით, დღევანდელ პროცესზე სხდომის გადადების შუამდგომლობას დააყენებს.

როგორც პროცესის დაწყებამდე ადვოკატმა ჟურნალისტებს განუცხადა, ავთანდილ წერეთელი კვლავ კლინიკაში მკურნალობს და ამ მიზეზით ითხოვს სხდომის გადადებას. მისივე თქმით, პროცესზე შესაბამის სამედიცინო დოკუმენტს წარადგენს.

რაც შეეხება ბრალდების მხარეს, საქმის პროკურორის გიორგი მიქავას განცხადებით, შუამდგომლობის შინაარს გაეცნობიან და პოზიციას შემდეგ დააფიქსირებენ.

შეგახსენებთ, რომ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს 24 ივლისს ბრალი წარედგინათ ჯგუფურად, 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით). რაც შეეხება ავთანდილ წერეთელს, მას უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის დახმარებაში ედება ბრალი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა