„ბავშვის უფლებათა კოდექსის“ ფარგლებში საკონსულტაციო და საინფორმაციო ცხელი ხაზი შეიქმნება

ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ იმპლემენტაციის ფარგლებში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს და განთლებისა და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეებს შეხვდა. რგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, სამუშაო შეხვედრაზე უწყებების წარმომადგენლებმა, „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ დანერგვა, განხორციელების ფარგლებში შესათანხმებელი საკითხები განიხილეს.

უწყების ინფორმაციით, სამუშაო ჯგუფი უკვე შეთანხმდა, რომ აუცილებელია საკონსულტაციო და საინფორმაციო სპეციალური ცხელი ხაზის შემუშავება, რომელიც სახელმწიფოს დაეხმარება პრობლემების იდენტიფიცირებაში, ხოლო ბავშვებს და ოჯახებს შესაბამის უწყებებთან სწრაფ კომუნიკაციაში.

„გადაწყდა, რომ შეიქმნება ერთიანი ონლაინ პროგრამა, რომლის დახმარებით ბავშვების პრობლემის მოგვარების მიზნით, ყველა სახელმწიფო უწყება ერთდროულად ჩაერთვება და ინფორმაციაზე თანაბარი და დროული წვდომა ექნება.

„ბავშვის უფლებათა კოდექსის“ ინპლემენტაციის ფარგლებში, უკვე დაწყებულია ბავშვზე მორგებული და ოჯახზე ორიენტირებული სხვადასხვა პროგრამების შემუშავების პროცესი. მათგან ნაწილს სამინისტროები, ხოლო ნაწილს ადგილობრივი თვითმმართველობები განახორციელებენ.

„ბავშვის უფლებათა კოდექსი“ ძალაში 2020 წლის 1 ივნისიდან შევა. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი, კანონის სრულად ამოქმედებამდე ჩართულია და საპარლამენტო ზედამხედველობას უწევს იმპლემენტაციის პროცესს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა