მაია ცქიტიშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, მოადგილეებთან ერთად, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას (IMF) შეხვდა. მისიას მერსედეს ვერა-მარტინი ხელმძღვანელობს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, მხარეებმა, სამინისტროს ბიუჯეტის გასული წლის შესრულებასა და მიმდინარე წლის მონაცემებზე ისაუბრეს.

„საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მისიამ პოზიტიურად შეაფასა ფინანსური რესურსის ათვისების 2019 წლის მაჩვენებლები, რაც წინა წლების მომაცემებთან შედარებით რეკორდულია.

2019 წელს სამინისტროს მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის საკასო შესრულება 2 121.2 მილიონი ლარი იყო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის ნახევარი მილიარდი ლარით მეტია.

მაია ცქიტიშვილმა სტუმრებს მიმდინარე წლის შესრულებაც გააცნო. 2020 წლის იანვარში სამინისტროს მიერ უკვე ათვისებულია 88 მილიონი ლარი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 31 მილიონი ლარით მეტია“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა