ბათუმის მერია - თოვლის საფარისაგან ბათუმის ქუჩების გაწმენდა აქტიურად მიმდინარეობს

ბათუმში მთელი ღამის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა გზების გაწმენდა და ტექნიკური მარილის დაყრა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ბათუმის მერიიდან აცნობეს.

„დილის 06:00 საათიდან დაიწყო და ახლაც გრძელდება სკოლებთან, საბავშვო ბაღებთან, სამედიცინო დაწესებულებებთან, სტრატეგიულ ობიექტებთან მისასვლელი ტერიტორიების თოვლის საფარისგან გაწმენდა.

ბათუმის მერიის შესაბამისი სამსახურები 3 დღის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში ახორციელებენ გზების გაწმენდას, დათოვლილი ხე-მცენარეების დაფერთხვასა და ზღვაში გამსვლელი სანიაღვრე არხების გახსნას.

მკვეთრი დახრილობის სახურავებიან შენობებთან იქმნება თოვლის მასის ჩამოცურების საშიშროება. საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, მოსახლეობას ვთხოვთ, თავი შეიკავონ ასეთ ადგილებში მოძრაობისგან“, - აღნიშნულია ბათუმის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახუშტი მენაბდე - მოძრაობა „ეროვნულმა თაობამ“ რა მიზნებიც დაისახა და თქვა, დავიცავო, ხელისუფლების დასაცავი და პასუხისმგებლობაა, რომელსაც ის თავს ვერ ართმევს
ქართული პრესის მიმოხილვა 30.07.2026
ფარმაცევტის პროფესია PSP-ში ყოველდღე თავიდან ისწავლება
„შენაქო შალე“ - კომფორტული დასვენება თუშეთის უნიკალურ გარემოში სილქ ჰოსფითალითისთან ერთად
უფასო ლარისა და დოლარის გადარიცხვები ბიზნესისთვის
„ზიგმა საბურთალო“ - მათთვის, ვინც ახალ სტანდარტს ეძებს