ქუთაისის კლინიკაში, სავარაუდოდ, ვირუსული ინფექციით ხუთი თვის ორსული გარდაიცვალა

ქუთაისის კლინიკაში, სავარაუდოდ, ვირუსული ინფექციით, ხუთი თვის ორსული გარდაიცვალა. პაციენტი ონიდან ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობით ამბროლაურის საავადმყოფოში მიიყვანეს, საიდანაც კატასტროფის ჯგუფმა ქუთაისში, ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადაიყვანა.

არსებული ინფორმაციით, გართულებული რესპირატორული ინფექციის გამო, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრის კლინიკური დირექტორის თამარ ჯანელიძის თქმით, კლინიკაში შესვლისას პაციენტის მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო. "8 თებერვალს კატასტროფის სამსახურმა შემოყვანა 32 წლის ქალი, რომელიც იყო 20 კვირის ორსული, მძიმე მდგომარეობაში, აღენიშნებოდა სუნთქვის უკმარისობა, ორმხრივი პნევმონია, მაშინვე გადავიყვანეთ მართვით სუნთქვაზე, ჩაუტარდა შესაბამისი გამოკვლევები. რამოდენიმე საათში პაციენტი გარდაიცვალა. ყველა ანალიზი გადაგზავნილია შემოწმებაზე, სავარაუდოდ, არის ვირუსული ინფექცია, მაგრამ ველოდებით პასუხს", - განაცხადა თამარ ჯანელიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო