სასკოლო თვითმმართველობების გაძლიერების პროგრამის ფარგლებში, ახალგაზრდები გორის მუნიციპალიტეტის მერს შეხვდნენ

სასკოლო თვითმმართველობების გაძლიერების პროგრამის ფარგლებში ახალგაზრდები გორის მუნიციპალიტეტის მერს კონსტანტინე თავზარაშვილს შეხვდნენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გორის მერიიდან აცნობეს, შეხვედრაზე მერმა ადგილობრივი თვითმმართველობის თემაზე ისაუბრა და ამომწურავად უპასუხა ახალგაზრდების შეკითხვებსაც, რომლებიც, უმეტესად, სოფლის მხარდაჭერის პროგრამას, სამოქალაქო ბიუჯეტსა და მუნიციპალიტეტის ტენდერებს ეხებოდა.

მათივე ცნობით, ახალგაზრდებმა, საკუთარ დასახლებებში არსებული პრობლემები წამოჭრეს და მათი მოგვარება მოითხოვეს.

,,ახალგაზრდების განათლება, მათი ხელშეწყობა და წახალისება გორის მერიის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამ მიმართულებით ჩვენთან არაერთი პროგრამა მუშაობს. მოხარული ვარ, რომ ჩართული ხართ ამ პროგრამებში, გაინტერესებთ მუნიციპალიტეტის საქმიანობა და გსურთ მეტი შეიტყოთ თქვენ გარშემო მიმდინარე პროცესებზე. მინდა გთხოვოთ, რომ იაქტიუროთ სოფლის კრებებსა და სხვა შეხვედრებზე, სადაც თქვენს თემში განსახორციელებელი პროექტების შერჩევა მიმდინარეობს, რათა თქვენი ხმა უფრო მძლავრად იყოს წარმოჩენილი მუნიციპალიტეტის საჭიროებების დაგეგმვისას“, - განუცხადა კონსტანტინე თავზარაშვილმა ახალგაზრდებს.

გორის მერიის ინფორმაციით, სასკოლო თვითმმართველობების გაძლიერების პროგრამა გორის მუნიციპალიტეტის მერიაში მეორე წელია ხორციელდება. პროგრამის ფარგლებში რვა თვის განმავლობაში გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 14 -16 წლის ასაკის 80-მდე ახალგაზრდა ესწრება ტრენინგებს ადამიანის უფლებების, ლიდერობის, საარჩევნო სისტემის და სხვა საკითხებზე.

ახალგაზრდებისთვის აღნიშნული პროგრამის გარდა გორის მუნიციპალიტეტის მერიაში მუშაობს კულტურის, განათლების, სპორტის ხელშეწყობის პროგრამები, რომელთა მიზანია ახალგაზრდების ინიციატივებისა და პროექტების დაფინანსება, ნიჭიერთა ხელშეწყობა და წარმატებულთა დაჯილდოება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო