ხიდისთავში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია ჩატარდება

გორში, ხიდისთავში გზის 502 მეტრიანი მონაკვეთისთვის, რომელიც სასაფლაოსკენ მიემართება, 304 345 ლარი დაიხარჯება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გორის მერიიდან აცნობეს.

მერიის ინფორმაციით, პროექტის მიხედვით განხორციელდება სავალი ნაწილის ასფალტირება, მოეწყობა გზის მიერთებები და ეზოებში შესასვლელები.

„აღნიშნული გზის მონაკვეთი, სადაც არასოდეს ყოფილა ასფალტის საფარი, ე.წ. ჩინეთის უბანში მდებარეობს. სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 თვეში უნდა დასრულდეს. ამ ეტაპზე სამუშაოების შესყიდვის ტენდერი მიმდინარეობს“,- ნათქვამია გორის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს