ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და „ობოლ ბავშვთა დახმარების ახალგაზრდულ ფონდს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა

10 თებერვალს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და ა(ა)იპ ,,ობოლ ბავშვთა დახმარების ახალგაზრდულ ფონდს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, მემორანდუმის მიზანია, ისეთი ერთობლივი პროექტების დაგეგმვა და განხორციელება, რომლებიც მიმართული იქნება ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შვილებისა და შვილიშვილების სხვადასხვა კულტურულ-საგანმანათლებლო, სახელოვნებო და შემოქმედებით აქტივობებში ჩართულობისაკენ.

„ჩვენი ორგანიზაცია დაფუძნდა 90-იან წლებში და ემსახურება სამსახურებრივი მოვალეობის დროს დაღუპულთა, ვეტერანებისა და სოციალურად დაუცველთა ოჯახებს. ძალიან გახარებული ვართ, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურთან თანამშრომლობით. დაგეგმილი გვაქვს საქართველოს მასშტაბით აღმოვაჩინოთ ვეტერანთა ოჯახებში შემოქმედებითი ბავშვები, იქნება ეს ვოკალი, ხატვა, ქარგვა და ასე შემდეგ. დიდი მადლობა მინდა, ვუთხრა ბატონ ვლადიმერ იმნაძეს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს მხარდაჭერისთვის, რომ არა თქვენ, ჩვენ ვერ განვახორციელებდით ამ მასშტაბურ პროექტს“, - განაცხადა „ობოლ ბავშვთა დახმარების ახალგაზრდული ფონდის“ დირექტორმა, ლია პაპიაშვილმა.

მათივე ცნობით, მემორანდუმს ხელი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, ვლადიმერ იმნაძემ და ა(ა)იპ ,,ობოლ ბავშვთა დახმარების ახალგაზრდული ფონდის“ დირექტორმა, ლია პაპიაშვილმა მოაწერს. მემორანდუმი ძალაში შედის მხარეთა მიერ მისი ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს 2021 წლის 31 იანვრამდე.

პროექტით დაინტერესების შემთხვევაში, დაუკავშრდით ა(ა)იპ ,,ობოლ ბავშვთა დახმარების ახალგაზრდული ფონდის“ დირექტორს, ლია პაპიაშვილს. ტელეფონზე: 577 478 998 .

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა