ნათია თურნავა აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრს, მიქაილ ჯაბაროვს შეხვდა, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამნისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე მინისტრებმა და მათმა თანმხლებმა პირებმა განიხილეს ორი ქვეყნის სავაჭრო- ეკონომიკური ურთიერთობები და ყურადღება ისეთ პრიორიტეტულ მიმართულებებზე გაამახვილეს, როგორიცაა ორმხრივი ვაჭრობა, ენერგეტიკა, ტრანსპორტი და ლოგისტიკა, ინვესტიციები, ტურიზმი და სხვ.

„დღეს, როგორც არასდროს, საქართველო-აზერბაიჯანს შორის ეკონომიკური ურთიერთობები ძალიან მაღალ დონეზეა. აზერბაიჯანი ტრადიციულად ლიდერობს ორმხრივ სავაჭრო ურთიერთობებში. ჩვენ ვახორციელებთ ბევრ ერთობლივ ეკონომიკურ, ინფრასტრუქტურულ და ბიზნეს პროექტს. დღეს საქართველოში აზერბაიჯანული კაპიტალით 700 – ზე მეტი კომპანია საქმიანობს და ძალიან კარგი პირობებია შექმნილი როგორც ერთობლივი ბიზნეს საქმიანობისთვის, ასევე აზერბაიჯანული ბიზნესისთვის საქართველოში,“ - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ნათია თურნავას განცხადებით, მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობა საქართველოსა და აზერბაიჯანის ტერიტორიაზე გამავალი სატრანსპორტო კორიდორის საერთაშორისო აღიარებისა და განვითარების შესახებ.

„თუ ჩვენი ქვეყნები გააერთიანებენ ძალისხმევას საერთო კორიდორის კონკურენტუნარიანობის გაზრდის კუთხით, ეს ორივე ქვეყანას სიკეთეს მოგვიტანს“, - განაცხადა მან.

უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე მინისტრებმა ასევე განიხილეს სხვა პრიორიტეტული საკითხები, რომლებიც აქტუალური იქნება საქართველოსა და აზერბაიჯანის მთავრობათა კომისიის სხდომაზე, რომელსაც პრემიერ-მინისტრების ხელმძღვანელობით გაიმართება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა