დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში აჭარის უმაღლესი საბჭოს საკანონმდებლო ინიციატივა განიხილეს

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში აჭარის უმაღლესი საბჭოს საკანონმდებლო ინიციატივა განიხილეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აჭარის უმაღლესი საბჭოდან აცნობეს.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე ,,მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების პროექტი წარადგინა.

კანონის პროექტი ავტონომიური რესპუბლიკების 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოებში ლიკვიდაციისა და სამეთვალყურეო საბჭოს მოქმედების წესების სრულყოფილ რეგლამენტაციას ითვალისწინებს.

კომიტეტმა დავით გაბაიძის მიერ წარდგენილ საკანონმდებლო ინიციატივას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო