გიორგი ვაშაძე - პროპორციებთან დაკავშირებით პოზიციას  რამდენიმე დღეში ჩამოვაყალიბებთ - 100/50 კატეგორიულად მიუღებელია

გაერთიანებულ ოპოზიციაში შემავალ ჯგუფს გვჭირდება დრო იმისთვის, რომ კარგად გავიაზროთ ის წინადადებები, რაც პროპორციებთან დაკავშირებით მოვისმინეთ, - ამის შესახებ „ახალი საქართველოს” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ „ლეიბორისტულ პარტიაში“ მიმდინარე გაერთიანებული ოპოზიციის შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

გიორგი ვაშაძის თქმით, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით პოზიციის ჩამოყალიბებისთვის დიდი დრო არ დასჭირდებათ და რაციონალურ ვადაში, რამდენიმე დღეში ჩამოაყალიბებენ მათ პოზიციას.

,,ჩვენ ვიმსჯელეთ სხვადასხვა ვერსიებზე, რომლებმაც გაიჟღერა, მათ შორის საჯარო კუთხით. გაერთიანებულ ოპოზიციაში შემავალ ჯგუფს გვჭირდება დრო იმისთვის, რომ კარგად გავიაზროთ ის წინადადებები, რაც მოვისმინეთ პროპორციებთან დაკავშირებით. ჩემთვის პრინციპულია, რომ ჩვენ არ ვვაჭრობთ ადგილებით, მაქსიმალურად პროპორციული მისწრაფება უნდა იყოს გათვალისწინებული ნებისმიერ მოდელში და უნდა ვიფიქროთ ქვეყანაზე და არა საკუთარ თავებზე ისე, როგორც ფიქრობს “ქართული ოცნება”. მე ვფიქრობ, რომ პოზიციის ჩამოყალიბებისთვის დიდი დრო არ დაგვჭირდება, დედლაინები არ გვაქვს განსაზღვრული, თუმცა რაციონალურ ვადაში, რამდენიმე დღეში ჩვენს პოზიციას ჩამოვაყალიბებთ ამ საკითხთან დაკავშირებით. 100/50 ზე შეთავაზება კატეგორიულად არ არის მიღებული მისი წარმოთქმის პირველი დღიდან და არც განხილულა შემდგომ სერიოზულად,” - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

,,ახალი საქართველოს” ლიდერმა თბილისის ოლქებში საერთო მაჟორიტარობის კანდიდატების შერჩევის საკითხზეც ისაუბრა.

,,მე ვფიქრობ, რომ მაჟორიტარებთან თანამშრომლობის საკითხი ძალიან კარგი პროცესია. ეს სასტარტო ეტაპზეა იმიტომ, რომ არ ვიცით თუ რა მოდელი იქნება, თუმცა პრინციპების საკითხზე ჩვენ ,,ახალი საქართველო” და გაერთიანებული ოპოზიცია მზად ვართ მაჟორიტარებთან დაკავშირებით კონსულტაციებსა და შეთანხმებაზე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია არჩევნებამდე ჩამოყალიბდეს პრე-კოალიცია, რომელიც დაასრულებს ქვეყანაში ერთპარტიულ მმართველობას და დაიწყებს აღმშენებლობის პროცესს”, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა