გურჯაანში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა

გურჯაანში ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. კოტეხის დასახლებაში,"ოპელისა" და "ფორდის" მარკის მანქანების შეჯახების შედეგად, სამი ადამიანი მსუბუქად დაშავდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, დაშავებულია ორი მგზავრი და მძღოლი. მათ მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებოდათ.
ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.

























