თსუ-ში  წიგნის „თბილისის უნივერსიტეტის მოკლე ისტორია“  პრეზენტაცია გაიმართება

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ხვალ 1988 წელს გამოცემული წიგნის „თბილისის უნივერსიტეტის მოკლე ისტორია“ ახლებური ვერსიის პრეზენტაცია გაიმართება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თსუ-დან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, „თბილისის უნივერსიტეტის მოკლე ისტორია“ ახლებური ვერსია უნივერსიტეტის 100 წლის იუბილეს ეძღვნება.

„სერგო ჯორბენაძის წიგნში, რომელიც უნივერსიტეტის 70 წლის იუბილეს მიეძღვნა, ასახულია ისტორიული პერიოდი დაწყებული 1917 წლიდან, გაგრძელებული უნივერსიტეტის დაარსებით, პირველი საჯარო ლექციით, სხვადასხვა ფაკულტეტების შექმნითა და დასრულებული ყველა იმ აქტივობით, რომლითაც ასწლოვანი უნივერსიტეტი წლების მანძილზე იწონებდა თავს.

„თბილისის უნივერსიტეტის მოკლე ისტორიის“ ახლებური ვერსია უნივერსიტეტის 100 წლის იუბილეს მიეძღვნა და მისი რედაქტორები არიან სერგი ჯორბენაძე და დიმიტრი გეგენავა. პრეზენტაციაზე წიგნი დარიგდება უსასყიდლოდ. პრეზენტაციის შემდეგ გავრცელდება ელექტრონული სახითაც”,-აღნიშნულია თსუ-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა