იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე უკრაინაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ხერსონის ოლქის გუბერნატორს იური გუსევს შეხვდა

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე უკრაინაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ხერსონის ოლქის გუბერნატორს იური გუსევს შეხვდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად შეხვედრას ოდესაში საქართველოს კონსული თორნიკე ბერეკაშვილი, ქართული სავაჭრო სახლის ხელმძღვანელი სანდრო თოფურია და სამშენებლო კოლეჯ "კონსტრუქტ2"-ის დირექტორი თამარ ზაქარაშვილი ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე ტურიზმისა და ბინზესის სფეროში, ასევე ინფრასტრუქტული პროექტების კუთხით თანამშრომლობისა და რეგიონების დამეგობრების საკითხები განიხილეს. მხარეებმა ხერსონის ოლქის და იმერეთის დამეგობრების გადაწყვეტილება მიიღეს. აღნიშნულთან დაკავშირებით ოფიციალური ხელმოწერის ცერემონიალი 2 მაისს, ქუთასში "გვირილობის" დღესასწაულზე გაიმართება.

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, როგორც ხერსონის ოლქის გუბერნატორმა შეხვედრაზე აღნიშნა, საქართველო სამაგალითოა ბევრი კუთხით და მისი გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია სხვადასხვა სფეროში, მათ შორის, მეღვინეობის კუთხით, რადგან ხერსონში ეს დარგი განვითარების საწყის ეტაპზეა. იური გუსეევის თქმით, იმერეთში ვიზიტის ფარგლებში ის ღვინის მარნებს ეწვევა და დეტალურ ინფორმაციას მიიღებს.

"ძალიან საინტერესო და შთამბეჭდავი შეხვედრა იყო, განვიხილეთ თანამშრომლობის საკითხები და ვფიქრობ, ამ ორი რეგიონის თანამშრომლობა ძალიან წარმატებული იქნება. ჩვენ ამჟამად განვითარების იმ ეტაპზე ვართ, სადაც სხვადასხვა ქვეყნების და რეგიონების გამოცდილებები გვჭირდება და წაგვადგება, მათ შორის ხერსონის ოლქის, რომელსაც ასევე აქვს აეროპორტი და შეხვედრაზე ქუთაისი-ხერსონას შორის ავიამიმოსვლის საკითხიც დაისვა", - განაცხადა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა.

როგორც ოლქის გუბერნატორმა აღნიშნა, ავიამიმოსვლის საკითხზე მუშაობა აუცილებლად გაგრძელდება, რათა უკრაინის მოქალაქეებმა ხერსონიდან ქუთაისში და ქუთაისიდან ხერსონში ჩასვლა პირდაპირი რეისებით შეძლონ. სახელმწიფო რწმუნებულმა ხერსონის ოლქის გუბერნატორი ადგილობრივი ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან ერთად ქუთაისში მიიწვია, შეთანხმდნენ, რომ ისინი 3-4 მაისს ქუთაისში საერთაშორისო ბიზნესფორუმში მიიღებენ მონაწილეობას. დღესვე, ზვიად შალამბერიძე ქალაქ ხერსონის მერს შეხვდა და თანამშრომლობის საკითხები განიხილა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა