18 ივლისს, „ბლექ სი არენაზე“ Nile Rodgers & Chic-ის კონცერტი გაიმართება

18 ივლისს, Nile Rodgers & Chic-ი „ბლექ სი არენას“ სცენას დაიკავებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“„ბლექ სი არენადან“ აცნობეს.

„Nile Rodgers ამერიკელი მუსიკოსი, კომპოზიტორი, პროდიუსერი და ბენდ Chic-ის თანადამფუძნებელია, რომლის შემოქმედებითი საქმიანობაც 50 წელს ითვლის. მისი მუსიკალური კარიერის პირველი წარმატება 70-იან წლებს უკავშირდება, როდესაც ბენდთან ერთად ისეთი პოპულარული სიმღერები შექმნა, როგორებიცაა "I Want Your Love", "Le Freak", "Dance, Dance, Dance" და "Good Times". მიუხედავად იმისა, რომ Nile Rodgers ძირითადად დისკოს და ფანკის სტილის მიმდევარი იყო, მის მიერ შექმნილი კომპოზიციებმა პოპ მუსიკის მომავლის განსაზღვრაში უდიდესი როლი ითამაშეს.

David Bowie, Diana Ross, Madonna და გლობალური მუსიკალური სივრცის სხვა ლეგენდებთან თანამშრომლობის ფარგლებში Nile Rodgers & Chic-ის შექმნილი 500 მილიონამდე ალბომი და 75 მილიონზე მეტი სინგლია გაყიდული, რაც ძალიან კარგად აჩვენებს პოპ მუსიკის სამყაროში ამერიკელი არტისტის მნიშვნელობას. დღეს Nile Rodgers & Chic-ის გავლენა თუ თანამონაწილეობა გვხვდება ყველგან, სადაც მუსიკაა - ბოლო წლებში ბენდმა Daft Punk, Sam Smith, Pharell, Disclosure და თანამედროვე მუსიკალური სცენის ბევრ საინტერესო ფიგურასთან თუ პროექტთან იმუშავა. ჯგუფის ბოლო ალბომი „It's About Time“ 2018 წელს გამოვიდა და ის Lady Gaga, Elton John და Craig David-თან კოლაბორაციებს მოიცავს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, Nile Rodgers & Chic-ის კონცერტზე დასასწრები ბილეთების შეძენა 12 თებერვლის 20:00 საათიდან ინტერნეტ პლატფორმის www.bsa.ge-ს საშუალებით იქნება შესაძლებელი.

მათივე ინფორმაციით, Nile Rodgers & Chic-ის გარდა, 2020 წლის სეზონზე „ბლექ სი არენა“ არაერთ მსოფლიო ვარსკვლავს უმასპინძლებს, რომელთა ჩამონათვალს შეკვეთილში მდებარე საკონცერტო არენის ოფიციალურ ვებგვერდსა და ოფიციალურ „ფეისბუქ“-გვერდზე ეტაპობრივად გაეცნობით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა