მამუკა მდინარაძის განცხადებით, ოპოზიციას დიდი ხანია სურდა „მოლაპარაკებების მაგიდის აყირავება“

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, „მოლაპარაკებების მაგიდის აყირავება“ ოპოზიციას დიდი ხანია სურდა. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

„მათ სააკაშვილი რამდენიმე დღის წინ მკაცრად გააკრიტიკეს მისი განცხადების გამო, მაგრამ საბოლოო ჯამში, მაინც ჩანს, რომ მიყვებიან მიხეილ სააკაშვილის სცენარს, რომელიც არის რევოლუციური. მაგიდის აყირავება მათ დიდი ხანია უნდათ. ეს იმაშიც გამოიხატება, რომ არცერთ ეტაპზე, მათ კომპრომისული ვერსია არ წარმოუდგენიათ. გუშინ როცა ჰქონდათ მოლოდინი, რომ შესაძლო იყო უგულავას ქმედება „გაფლანგვით" დაკვალიფიცირებულიყო, წინასწრარ ცდილობდნენ ილუზიის შექმნას, როგორც საერთაშორისო პარტნიორების, ასევე ქართული საზოგადოებისთვის, თითქოს, კომპრომისულ ვარიანტზე დაიწყეს საუბარი. ამის გამოძახილი იყო არასერიოზული გაცხადებები 135/15 -ზე და 130/20-ზე", - განაცხადა მდინარაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია