ნიკა მელია - როდესაც ბიძინა ივანიშვილის პრემიერი ასეთ განცხადებას აკეთებს, ეს კიდევ ერთი დადასტურებაა იმ რეალობის, რა რეალობაც ქვეყანაში გვაქვს

როდესაც ბიძინა ივანიშვილის ყოფილი პრემიერ-მინისტრიც იგივეს იძახის, რასაც მთელი აქ მყოფი ოპოზიცია, აძლიერებს იმ მოსაზრებას, რომ ივანიშვილს მომავალი ათწლეულის განმავლობაში ერთპიროვნული მმართველობის დამყარება სურს, - ამის შესახებ ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრის დაწყებამდე ნიკა მელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე შეფასებით, ეს კიდევ ერთი დადასტურებაა იმ რეალობის, რა რეალობაც ქვეყანაში გვაქვს.

ბიძინა ივანიშვილის პრემიერ-მინისტრი როდესაც ასეთ განცხადებას აკეთებს, ეს კიდევ ერთი დადასტურებაა იმ რეალობის, რა რეალობაც ქვეყანაში გვაქვს. ამას ხომ არ ამბობს რომელიმე ოპოზიცური პარტიის წარმომადგენელი, რომელიც თავისი დასაბამიდან ბიძინა ივანიშვილის ოპოზიციაშია, ერთ დროს მოკავშირეები იყვნენ და მათი გზები იმიტომ გაიყარა, რომ აბსოლუტურად სხვადასხვა ხედვები აქვთ. ამიტომ, როდესაც გიორგი კვირიკაშვილიც იმას იძახის, რასაც ყველა, ვინც აქ ვართ, „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში და საქართველოს ნახევარზე მეტი მოსახლეობა, ვფიქრობ, ეს მხოლოდ და მხოლოდ აძლიერებს იმ პოზიციას, რომ ბიძინა ივანიშვილი არის იმ გზაზე დამდგარი, სადაც მას მრავალი მომავალი ათწლეულის განმავლობაში ერთპიროვნული მმართველობის დამყარება უნდა, რაც არ გამოუვა", - განაცხადა ნიკა მელიამ.

ცნობისთვის, ყოფილმა პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა სოციალურ ქსელში გიგი უგულავას დაკავება მართლმსაჯულების სისტემის პოლიტიკური მიზნით გამოყენებად შეაფასა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა