ნიკა გვარამია - პროკურატურას "რუსთავი 2" სამინისტრო ჰგონია - ერთადერთი, ვისაც აწუხებს გვარამიას მხრიდან „რუსთავი 2"-სთვის მიყენებული ზიანი, პროკურატურაა

ერთადერთი, ვისაც აწუხებს ნიკა გვარამიას მხრიდან "რუსთავი2"-სთვის მიყენებული ზიანი, არის საქართველოს პროკურატურა, - ამის შესახებ "რუსთავი2"-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ სასამართლო პროცესზე განაცხადა. ნიკა გვარამია ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში შესავალ სიტყვას წარმოთქვამს.

როგორც გვარამია აცხადებს, მის მიმართ კონკრეტული ინტერესი არსებობს და მის წინააღმდეგ დაწყებულ საქმეს სისხლის სამართალთან კავშირი არ აქვს.

"ეს პროცესი პოლიტიზირებულია. ბრალი არ ეფუძნება არანირ სისხლისსამართლებრივ ქმედებებს, არანაირ სისხლისამართლებრივ გადაცდომებს, ეფუძნება ქმედებებს, რომელიც მაქსიმუმ, სამოქალაქო წარმოების საფუძველი იყოს. შეგახსენებთ, რომ სამოქალაქო წარმოებაც კი არ არის დაწყებული ამ ქმედებებთან დაკავშირებითი იმ ბენეფიციარების მხრიდან, ვისაც ამის უფლება ჰქონდა. არც დღევანდელი ბენეფიციარები, "რუსთავი 2"-ის მესაკუთრეები არ აწარმოებენ ნიკა გვარამიასთან სამოქალაქო-სამართლებრივ დავას მიყენებული ზიანის თაობაზე. ერთადერთი ვისაც აწუხებს ნიკა გვარამიას მხრიდან „რუსთავი 2"-სთვის მიყენებული ზიანი, არის საქართველოს პროკურატურა. ეს აბსოლუტურად არანორმალური ვითარებაა, როცა დღევანდელი მესაკუთრე ქიბარ ხალვაშიც კი არ აწარმოებს ჩემ წინააღმდეგ სამოქალაქო-სამართლებრივ დავას და აწარმოებს საქართველოს პროკურატურა. პირველი ეპიზოდი ჩემ მიერ "რუსთავი2"-ის თანხების, 6 მილიონის გაფლანგვას ეხება, კვალიფიკაცია სრულიად არასწორია, არაკომპეტენტურია. ეს ადამიანები არ გამოირჩევიან სისხლის სამართალში კომპეტენციით, არც ბიზნესზე აქვთ წარმოდგენა, ძალიან სუსტები არიან სისხლის სამართალში", - განაცხადა გვარამიამ.

მისივე თქმითვე, მის საქმეზე საბრალდებო დასკვნა მოქალაქემ რომ წაიკითხოს, შთაბეჭდილება დარჩება, რომ კონრტოლის პალატის დასკვნის საფუძველზე მინისტრს ასამართლებენ. გვარამიას თქმითვე, პროკურატურას "რუსთავი 2" სამინისტრო ჰგონია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა