ბელარუსის პრეზიდენტი მედიას სთხოვს, საქმიანად აქონ

ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო სამთავრობო არხებს მოუწოდებს მთავრობის პოზიცია „საქმიანად“ გააშუქონ და „ძალიან არ აქონ“. ამის შესახებ ლუკაშენკომ სახელმწიფო მედიის ლიდერებთან საუბრისას განაცხადა.

„რა თქმა უნდა, ჩვენ ყოველთვის ობიექტურები ვართ და ვიქნებით კიდეც, მაგრამ ჩვენი პოზიცია, ჩვენი ახალი ამბები ყველა მსმენელამდე უნდა იყოს მიტანილი, ხანდახან ასეც ხდება ხოლმე. კი, ჩვენ ვმუშაობთ ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ხალხისთვის, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ზედმეტად აქოთ პრეზიდენტი. ეს ყველაფერი საქმიანად უნდა გაკეთდეს. ჩვენ ერთმანეთს მხარი უნდა დავუჭიროთ, უნდა შევავსოთ და გავამყაროთ ერთმანეთი“,-განაცხადა ლუკაშენკომ და დასძინა, რომ ბელარუსში ჟურნალისტები „ჩვენებად“ და „სხვისებად“ აღარაა დაყოფილი.

„თუ სადმე პრეზიდენტზე რამეს იტყვით, ამის გამო, არავინ თვალში არ გატაკებთ, არ გეტყვით, რომ ქურდები ხართ ან ადამიანები, რომლებიც პროპანგანდით არიან დაკავებულნი“,-დასძინა პრეზიდენტმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა