მესტიაში დაკარგული უკრაინელი ტურისტი გარდაცვლილი იპოვეს

„მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ თეთნულდის სამაშველო სამსახურმა უკრაინელი ტურისტი, თეთნულდის მიმდებარე ტერიტორიაზე, აკრძალულ ზონაში, თოვლის საფარის ქვეშ გარდაცვლილი იპოვეს.

„მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ ინფორმაციით, გუშინ, თეთნულდის მიმდებარე ტერიტორიაზე ზვავი ჩამოწვა, რის შედეგადაც თეთნულდის სამაშველო სამსახურმა 4 ჩეხი ტურისტი გადაარჩინა, სამაშველო ოპერაცია მხოლოდ ორ წუთი გაგრძელდა.

„ზვავში სხვა პირის შესაძლო მოყოლაზე ინფორმაცია ტურისტების მიერ არ დასტურდებოდა, თუმცა მესტიის ერთ-ერთ სასტუმროში აღმოჩნდა მოთხილამურის სრული აღჭურვილობა, რომელიც უკრაინელ ტურისტს ეკუთვნოდა.

აქედან გამომდინარე, სამაშველო სამსახურმა უკრაინელი ტურისტის ძებნა დაიწყო“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ეკატერინე დგებუაძე - შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ არცერთი მოსწავლე არ დარჩება სასწავლო განათლების მიღმა
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2020
ვაჟა ბერიძე - მთავრობა სწრაფად და ეფექტიანად რეაგირებს გამოწვევებზე, ეს სადღეისოდ საკმარისია, მაგრამ ტაში და ვაშა ჯერჯერობით ნაადრევია
"ლიბერთის" 500 000-ლარიანი მხარდაჭერა ბავშვთა მცირე საოჯახო სახლებს
კომპანია "ნოვა" პანდემიის გამოწვევის დასაძლევად 65 000 ლარს გამოყოფს