ივანე მაჭავარიანი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შეხვდა

ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა შემაჯამებელი შეხვედრა გამართა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან, რომელსაც მერსედეს ვერა მარტინი ხელმძღვანელობს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს.

აპრილში, სსფ-ის შემფასებელი მისიის ვიზიტის წინ, მხარეებმა მიმოიხილეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით“ მხარდაჭერილი პროგრამის მიმდინარეობა, გასული და მიმდინარე წლის ფისკალური და მაკროეკონომიკური მაჩვენებლები.

უწყების ინფორმაციით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ პოზიტიურად შეაფასა გასული წელი, რომელიც გამოირჩევა არა მხოლოდ მაღალი ეკონომიკური ზრდით, არამედ სხვა ფისკალური პარამეტრების გადაჭარბებით შესრულების კუთხით, როგორიცაა: ბიუჯეტის შესრულება, ფინანსური რესურსის ათვისების მაღალი მაჩვენებელი კაპიტალური მიმართულებით, მიმდინარე ხარჯების კონტროლი და სხვა. ასევე, დადებითად შეფასდა საჯარო ფინანსების მართვის კუთხით მიმდინარე რეფორმები.

ამასთან, როგორც აღინიშნა, „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით“ მხარდაჭერილი პროგრამა წარმატებით სრულდება და არსებობს მაღალი მოლოდინი იმისა, რომ აპრილში, სსფ-ის შემფასებელი მისიის შეფასება, ასევე იქნება წარმატებული.

გია ხუხაშვილი - თუ პროპორციულ არჩევნებში ხელისუფლებამ ვერ მოახერხა 40%-იანი ბარიერის გადალახვა, ხელისუფლებას მეორე ტურში შეიძლება შეექმნას სერიოზული პრობლემა
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2020
ზვიად კირტავა -  ახლა, როცა ვირუსს უკეთ ვიცნობთ, შეიძლება უფრო წერტილოვანი, ხანმოკლე და ლოკალური შეზღუდვების იმედად ვიყოთ
რან გიდორი - სწრაფვა მშვიდობისკენ კორონავირუსის დასამარცხებლად
წინანდლის მამული რიგით მეორე მუსიკალურ ფესტივალს მასპინძლობს
წინანდლის მუზეუმს შარლ დე გოლის წერილები გადაეცა
თბილისს უახლოეს ხანში ძველი თბილისის შთაგონებით შექმნილი გასტრონომიული დუქანი "რიგი" შეემატება
„ევრონიუს ჯორჯია“ ქართულენოვანი მაუწყებლობის დაწყებას აღნიშნავს
გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის TEDQUAL სერტიფიკატის გადაცემის ცერემონიალი კავკასიის უნივერსიტეტში
Mastercard-სა და საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ხელოვნური ინტელექტი ევრაზიაში – ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის პანელი თბილისში ჩატარებულ საერთაშორისო ფორუმზე