ანონსი 12 თებერვალი

12 თებერვალს, 10:00 საათზე, სასტუმრო „რედისონში“ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა ფინანსებსა და კაპიტალზე ხელმისაწვდომობის ფორუმს გამართავს.

ფორუმს USAID/Georgia-ის მისიის დირექტორი პიტერ უიბლერი და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი დაესწრებიან.

საკონტაქტო: ანა ნიჟარაძე - 599 189 808

12 თებერვალს, 10:30 საათზე, საქართველოს პარლამენტის წევრი, დამოუკიდებელი დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციას გამართავს.

მის: გალის ქუჩა #1 (ვერა. პეტრიაშვილისა და ბარნოვის კვეთასთან)

საკონტაქტო: ეკა გულუა - 599726565

12 თებერვალს, 11:00 საათზე, საქართველოს პარლამენტოს წევრი, ყოფილი ვიცე-სპიკერი ზვიად ძიძიგური „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციას გამართავს.

მის: გალის ქ. #1 (ვერა. პეტრიაშვილისა და ბარნოვის კვეთასთან)

საკონტაქტო: ეკა გულუა - 599726565

12 თებერვალს, 11:00 საათზე, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა გაიმართება.

მის: პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

12 თებერვალს, 11:00 საათზე მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში პარლამენტის ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი და სოციალ დემოკრატების“ წევრი გია ჟორჟოლიანი განცხადებას გააკეთებს.

თემა: საარჩევნო სისტემის საკითხი. ოპოზიციის მიერ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების გაწყვეტა და მასშტაბური აქციის დაანონსება.

მის: კოსტავას ქ. 47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით) . III სართული (ლიფტით I). IV ოთახი.

საკონტაქტო: 593 53 45 24

12 თებერვალს, 11:00 საათზე, ანა დოლიძე და კაიროს ქუჩაზე მცხოვრები დევნილები სამგორის რაიონის გამგეობასთან აქციას გამართავენ.

მის: მოსკოვის გამზ.N14

საკონტაქტო: 599 437 403

12 თებერვალს, 12.00 საათზე, პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის ბრიფინგი გაიმართება.

12 თებერვალს, 12:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა განცხადებას გააკეთებს.

თემა: გიგი უგულავასთვის მისჯილი პატიმრობა და საერთაშორისო გამოხმაურება. კონგრესმენების განცხადებები. ოპოზიციის მიერ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების გაწყვეტა და მასშტაბური აქციის დაანონსება.

მის: კოსტავას ქ.47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით). III სართული (ლიფტით I). IV ოთახი.

საკონტაქტო: 593 53 45 24

12 თებერვალს, 12:00 საათზე, პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

12 თებერვალს, 12:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში მარიანა ჩოლოიანის სასამართლო პროცესი გაიმართება.

12 თებერვალს, 12:00 საათზე, რეგიონული ტურისტული გიდის მოკლევადიანი გადამზადების კურსის კურსდამთავრებულთათვის სერტიფიკატების გადაცემის ცერემონია და აღნიშნული სასწავლო პროგრამის შემუშავებისა და დანერგვის პროექტის შედეგების წარდგენა გაიმართება.

მის: ექსპო ჯორჯიას მე-3 პავილიონი, (აკაკი წერეთლის გამზ.#118)

12 თებერვალს, 13:00 საათზე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკა დგებუაძე პროექტ „ახალი სკოლის მოდელთან“ დაკავშირებით მედიის წარმომადგენლებთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრას გამართავს.

მის.: უზნაძის 52

12 თებერვალს, 13:00 საათზე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ახალი აფხაზეთი-სამართლიანობა“ „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: სსიპ „კულტურისა და სულიერების ცენტრის“ გაუქმება და ააიპ-ით ჩანაცვლება

მის: გალის ქ.#1 (ვერა. პეტრიაშვილისა და ბარნოვის კვეთასთან)

საკონტაქტო: ეკა გულუა - 599726565

12 თებერვალს, 14:00 საათზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, მამუკა ჭელიძის ბრიფინგი გაიმართება.

თემა: გახსნილი დანაშაული.

მის: გ. გულუას ქ.N10

12 თებერვალს, 14:00 საათზე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონებში განხორციელებული პროექტების 2019 წლის ანგარიშისა და 2020 წლის გეგმების პრეზენტაცია გაიმართება. პრეზენტაციას, რომელსაც ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი გახსნის, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრებიან

მის: სახელმწიფო ცერემონიების სასახლე, მ. აბდუშელიშვილის N 1

საკონტაქტო: ჯონი კალანდაძე 599333525

12 თებერვალს, 14:00 საათზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოში „ცენტრ პოინტის“ საქმეზე მსჯავრდებულების, მაია რჩეულიშვილისა და რუსუდან კერვალიშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება. პროცესის დაწყებამდე სასამართლოსთან დაზარალებულები აქციას გამართავენ.

12 თებერვალს, 16:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ მიხეილ კალანდიას სასამართლო პროცესი გაიმართება.

12 თებერვალს, 17.00 საათზე, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდება საჯარო ლექცია, რომელსაც ლუნდის უნივერსიტეტის პროფესორი, თსუ-ს კურსდამთავრებული ზაალ კოკაია წაიკითხავს თემაზე „თავის ტვინი, ინსულტი და ღეროვანი უჯრედები“.

მის: ი. ჭავჭავაძის გამზ. N1, თსუ პირველი კორპუსი, 107-ე აუდიტორია.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა