ზემო ოსიაური–ჩუმათელეთის გზის მეორე მონაკვეთის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა

ზემო ოსიაური–ჩუმათელეთის გზის მეორე მონაკვეთის მშენებლობისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სავატომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, აღნიშნულ მონაკვეთზე 6.4 კმ-იანი 4 ზოლიანი გზის, 11 ხიდისა და 5 გვირაბის მშენებლობაა გათვალისწინებული. პროექტს, მსოფლიო ბანკი დააფინანსებს. სამუშაოების ვადად 27 თვეა განსაზღვრული. წინადადებების ელექტრონულად მიღება 21 მარტს დაიწყება და 25 მარტს დასრულდება.

„ზემო ოსიაური–ჩუმათელეთის გზა, რიკოთის საუღელტეხილო გვირაბამდე მიდის. გზა ჩრდილოეთიდან გვერდს აუვლის ხაშურს, სურამს, ჩუმათელეთს და გავა რიკოთის გვირაბთან. ეს მონაკვეთი ერთ-ერთი ურთულესია და მოიცავს რამდენიმე გვირაბსა და ხიდს.

პროექტის ფარგლებში აშენდება 4 ზოლიანი ცემენტ-ბეტონის გზა, 21 ხიდი, 5 გვირაბი, რკინა-ბეტონის მიწისქვეშა გასასვლელები, წყალგამტარი მილები და სადრენაჟე სისტემები.

ამ დროისთვის, პირველ მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს და მიმდინარე წელს, ხაშურის შემოვლითი 13 კმ-იანი გზა გაიხსნება,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო