დავით ზალკალიანი პოლონელ დიპლომატს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელად დანიშვნას ულოცავს

დავით ზალკალიანი პოლონელ დიპლომატს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელად დანიშვნას ულოცავს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, დავით ზალკალიანმა მარეკ შჩიგიელს აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნა Twitter-ის საშუალებით მიულოცა.

„ბატონ მარეკ შჩიგიელს ვულოცავ საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელად დანიშვნას. პოლონელ დიპლომატს ვუსურვებ წარმატებას ამ ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ რთული დავალების შესრულებაში.

მსურს გამოვთქვა უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების საკითხებზე თანამშრომლობის მტკიცე სურვილი“, – წერს ზალკალიანი.

მარეკ შჩიგიელი საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მოვალეობის შესრულებას 2020 წლის 15 მარტს შეუდგება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა