რუსი დიპლომატი - რუსეთი ვერ იჯდება და დაელოდება, როგორ განვითარდება მოვლენები სირიაში

რუსეთს არ შეუძლია უბრალოდ იჯდეს და ელოდოს, როგორ განვითარდება მოვლენები სირიაში, იდლიბში, სადაც ტერორისტები ყოველ დღე ბომბავენ სირიის არმიის პოზიციებს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა პიოტრ ილიჩევმა განაცხადა.

კითხვაზე, რამდენაც აზარალებს ბოლო დროს განვითარებული მოვლენები რუსეთ-თურქეთის ურთიერთობებს, ილიჩევმა იდლიბში დე-ესკალაციის ზონის შექმნის შესახებ 2018 წელს გაფორმებულ ხელშეკრულებასა და თურქეთის მიერ ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაზე ისაუბრა.

„გვესმის ის სირთულეები, რაც ჩვენს თურქ პარტნიორებს აქვთ, თუმცა სირიისა და რუსეთის ძალების პოზიციებს ყოველ დღე თავს ესხმიან, არ შეგვიძლია, უბრალოდ ვისხდეთ და ველოდოთ, რა მოხდება იდლიბში,“ - აღნიშნა პიოტრ ილიჩევმა.

სირიის იდლიბის პროვინციაში სიტუაცია იანვრის ბოლოს უკიდურესად დაიძაბა. მოსკოვი სიტუაციის ესკალაციაში მეამბოხეებს ადანაშაულებს, რომლებმაც, მოსკოვის ცნობით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში 1000-ზე მეტი იერიში განახორციელეს. როგორც ცნობილია, ბოლო დღეებში სირიის სამთავრობო ძალებთან შეტაკებისას 13 თურქი სამხედრო დაიღუპა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა