ჩრდილოეთ მაკედონიის პარლამენტმა ნატო-ში გაწევრიანების შესახებ პროტოკოლის რატიფიცირება განახორციელა

ჩრდილოეთ მაკედონიის პარლამენტმა ნატო-ში გაწევრიანების შესახებ პროტოკოლის რატიფიცირება განახორციელა.

120-წევრიან საკანონმდებლო ორგანოში დოკუმენტს სხდომაზე მყოფი 116 დეპუტატიდან 114-მა დაუჭირა მხარი.

„მსოფლიოს ყველაზე ძლიერ სამხედრო-პოლიკიტური ალიანსის წევრობა არა მხოლოდ პრივილეგიაა, არამედ უზარმაზარი პასუხისმგებლობაც,“ - მიმართა დეპუტატებს მაკედონიის პრეზიდენტმა სტევო პენდაროვსკიმ.

აღსანიშნავია, რომ საბერძნეთი მაკედონიის ნატოში შესვლას სახელ "მაკედონიის" გამო, რომელიც ჩრდილოეთ საბერძნეთის ისტორიულ რეგიონს და იუგოსლავიის ყოფილ რესპუბლიკას საზიარო ჰქონდათ, რამდენიმე წლის მანძილზე ბლოკავდა. აღნიშნული დავა მას შემდეგ მოგვარდა, რაც მაკედონიას სახელი გადაერქვა და მისი ოფიციალური სახელწოდება ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა გახდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა