კარლ ჰარცელი გიგი უგულავას დაკავებაზე - ჩვენ გვაქვს გარკვეული კითხვები ვერდიქტის გარემოებებთან დაკავშირებით

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას დაკავების ფაქტს ეხმაურება. მისი თქმით, ევროკავშირს აქვს გარკვეული კითხვები ვერდიქტის გარემოებთან დაკავშირებით.

„ჩვენ ვაკვირდებოდით ოპოზიციის ლიდერ გიგი უგულავასთან დაკავშირებულ პროცესს. გუშინ მე მქონდა შესაძლებლობა შემეფასებინა სიტუცია ჩემ კოლეგებთან ერთად. მინდა გითხრა, რომ ჩვენ ყველას გვაქვს გარკვეული კითხვები ვერდიქტის გარემოებებთან დაკავშირებით. ჩვენ ასევე ვთანხმდებით, რომ ეს გადაწყვეტილება ხელს არ უწყობს იმ ატმოსფეროს, რომელიც საჭიროა პოლიტიკური დიალოგის წინსვლისთვის, რაც ჩვენი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია იმისთვის, რომ მოხდეს ქვეყანაში არსებული პოლიტიკური პოლარიზაციის გარღვევა“, - განაცხადა ჰარცელმა.

მისივე თქმით, ბრიუსელი საკითხთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას რამდენიმე საათში გაავრცელებს.

„ბრიუსელში გაკეთდა გარკვეული განცხადებები ევროკავშირის პოლიტიკოსების მხრიდან. განცხადებები გაკეთდა ზოგიერთ დედაქალაქშიც და მე მოველი, რომ ბრიუსელი ოფიციალურ განცხადებას რამდენიმე საათში გაავრცელებს“, - განაცხადა ჰარცელმა.

ამასთან, ელჩის თქმით, საქართველოში მხარეებს შორის პოლიტიკური დიალოგი ახლა უფრო რთული გახდა.

„ჩვენ ვიცით, რომ დიდი დრო არ გვაქვს, რათა ვიპოვოთ გამოსავალი. ეს, რა თქმა უნდა, გამოწვევა იქნება. ჩვენ, როგორც შუამავლები განვაგრძობთ შევისწავოთ სხვადასხვა მხარეები, არის თუ არა შესაძლებლობა, რომ საბოლოოდ მივიღოთ შედეგი ამ დიალოგისგან. ჯერ ამის თქმა ძალიან ადრეა, მაგრამ ჩვენ კვლავ ჩართულნი ვართ", - განაცხადა ჰარცელმა.

შეგახსენებთ, უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავა ე.წ. ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო და 3 წლით და 2 თვით პატიმრობა განუსაზღვრა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა