პალესტინის ლიდერმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს მიმართა

პალესტინის ლიდერმა, მაჰმუდ აბასმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს მიმართა. მან დონალდ ტრამპის მიერ ინიცირებულ ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო გეგმის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ აღნიშნული გეგმა რეგიონს მშვიდობასა და სტაბილურობას არ მოუტანს.

„მე თქვენთან დღეს მოვედი, რომ ხელახლა გავიმეორო ჩემი პოზიცია, რომელიც ისრაელ-ამერიკის წინადადებას ეწინააღმდეგება. ეს არის სახელმწიფო, რომელსაც ისინი გვაძლევენ. ის ნამდვილად შვეიცარულ ყველს ჰგავს, რომელი თქვენგანი დათანხმდებოდით მსგავს სახელმწიფოს მგავსი პირობებით?“ - განაცხადა აბასმა.

მისივე თქმით, აშშ არ შეიძლება იყოს ერთადერთი მედიატორი.

„ჩვენ იმედი გვჭირდება. გთხოვთ, ნუ წაგვართმევთ ამ იმედს“,- განაცხადა აბასმა.

თემაზე მოგვიანებით კომენტარი ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ გააკეთა. მისი თქმით, აღნიშნული გეგმა „რეალობას აღიარებს“.

„ეს არ არის შვეიცარიული ყველი. ეს არის საუკეთსესო გეგმა ახლო აღმოსავლეთისთვის და ასევე ისრაელისთვის და პალესტინისთვის. გეგმა აღიარებს რეალობას და ისრაელის ხალხის უფლებებს, იმას რასაც თქვენ მუდმივად უარყოფთ“,-განაცხადა ნეთანიაჰუმ.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო გეგმა წარადგინა. გეგმა იერუსალიმს ისრაელის განუყოფელ დედაქალაქად აღიარებს და მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე ებრაული დასახლებების სუვერენიტეტს უჭერს მხარს. ინიციატივა გააკრიტიკეს პალესტინის ლიდერებმა. გეგმა უარყო ევროკავშირმა. მასზე უარი თქვა 57 სახელმწიფოსგან შემდგარმა ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციამაც.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა