ძლიერი ქარის გამო, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან, 05:00 საათზე ბელარუსიის მიმართულებით ფრენა ვერ განხორციელდა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში განუცხადეს, ბელარუსიის მიმართულებით ფრენა 12:00 საათზე განხორციელდება.
„ძლიერმა ქარმა ავიარეისის განხორციელებას ხელი შეუშალა. ბელარუსიიდან ჩამოფრენილი თვითმფრინავი უკან ვერ გაფრინდა. რეისი დღეს, 12:00 საათზე განხორციელდება. ამ დროისათვის შესაბამისი ამინდია“, - განაცხადეს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში.