რევაზ ხარაზი - ხელისუფლებამ 209 მილიონი ლარი წყალში გადაყარა და სამუშაოები უხარისხოდ შეასრულა

209 მილიონი ლარი, ხელისუფლებამ წყალში გადაყარა და სამუშაოები უხარისხოდ შეასრულა,- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა რევაზ ხარაზმა ბრიფინგზე განაცხადა. რეზო ხარაზის ინფორმაციით, ბათუმი -ქობულეთის დამაკავშირებელი შემოვლითი გზა უხარისხოდ არის გაკეთებული, რაც გადაადგილებისას საფრთხის შემცველია.

"ერთიანი ნაციონალირი მოძრაობის" წევრი საკითხით დაინტერესებისკენ აუდიტის სამსახურს მოუწოდებს.

"ცენტრალურ მაგისტრალზე პრობლემებია, გზის სავალი ნაწილი გაფუჭებულია, რაც ჩვენს მოქალაქეებს საფრთხეს უქმნის. გვაინტერესებს საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრო რატომ არ იყენებს პროექტის საგრანტო ნაწილით გათვალისწინებულ ბერკეტებს? ჩვენ ვგეგმავთ, რომ წერილობით აუდიტის სამსახურს მივმართოთ, რათა ამ პროექტის შესწავლა მოხდეს",- განაცხადა რევაზ ხარაზმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო