ევროკავშირი გიგი უგულავას საქმეზე - გარემოებები, რომლებიც თან ახლავს სასამართლოს გადაწყვეტილებას, არ უწყობს ხელს წინსვლას პოლიტიკური დიალოგის პროცესში

გარემოებები, რომლებიც თან ახლავს სასამართლოს გადაწყვეტილებას, არ უწყობს ხელს წინსვლას პოლიტიკური დიალოგის პროცესში, რომლის მიზანი საქართველოში არსებული პოლიტიკური პოლარიზაციის განმუხტვაა, რაც ასე აუცილებელია, - ამის შესახებ ნათქვამია გიგი უგულავას საქმესთან დაკავშირებით ევროკავშირის საგარეო სამსახურის პრესსპიკერის განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ამჟამად, ევროკავშირი დეტალურად ეცნობა უზენაესი სასამართლოს მიერ ოპოზიციის ლიდერის, გიგი უგულავას საქმეზე სულ ახლახანს მიღებულ გადაწყვეტილებას.

„გარემოებები, რომლებიც თან ახლავს სასამართლოს გადაწყვეტილებას, არ უწყობს ხელს წინსვლას პოლიტიკური დიალოგის პროცესში, რომლის მიზანი საქართველოში არსებული პოლიტიკური პოლარიზაციის განმუხტვაა, რაც ასე აუცილებელია.

სასამართლოს დამოუკიდებლობის უმაღლესი სტანდარტის, სამართლიანი სასამართლოსა და კანონის უზენაესობის უზრუნველყოფა ის აუცილებელი ვალდებულებებია, რომლებიც საქართველოს ეკისრება ევროკავშირი - საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში.

ევროკავშირი გააგრძელებს დაკვირვებას საქართველოში მიმდინარე ყველა იმ სასამართლო პროცესზე, რომელიც მაღალ საზოგადოებრივ ინტერესს იწვევს“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავა ე.წ. ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო და 3 წლით და 2 თვით პატიმრობა განუსაზღვრა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა